პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი
გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, ნებისმიერი მიზეზით, სპეკულაციის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მან შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთავრობა არის აბსოლუტურად მობილიზებული, რათა მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, იყოს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული.
„მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, იყოს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და ზოგადად, მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, ნებისმიერი მიზეზით, სპეკულაციის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.