logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
14:46 19.07.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს და ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგად, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული დიალოგის პროცესში და საქართველო იყოს პლატფორმა მოლაპარაკებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოში შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის.

პრემიერმა შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.

საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და პრეზიდენტ მიშელს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროკავშირიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაუგზავნა მოწვევა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ მიშელის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის ჩართულობით, თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა