logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში
ირაკლი კობახიძე: რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში
11:38 15.07.2021
"რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში. ყველაფერი დანარჩენი არის არასწორი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, მიღებული კანონი ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში ზუსტად ის გაკეთდა. გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამის შემდეგ, როგორც ეწერა მიშელის დოკუმენტში გამოცხადდა ხელახლა საბუთების მიღება დამატებით კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი. ეს იყო ის, რაც ზეპირად შეთანხმდა ჩემი მონაწილეობით, სამი კაცი ვესწრებოდით ჩვენგან, ზეპირად შეთანხმდა ეს ჩაიწერა ტექსტში და ეს გავაკეთეთ სიტყვა-სიტყვით აპრილში, ვიმოქმედეთ საქართველოს კონსტიტუციის და შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგი. ჩვენ ვიმოქმედეთ თავიდან ბოლომდე მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, პირველ რიგში ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. სხვა ყველაფერი დანარჩენი არასწორი ინფორმაციის შედეგია. ჩვენ ვართ პირნათელი, როგორც ქართული საზოგადოების წინაშე, ქართული კანონმდებლობის წინაშე, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ასეთ ვითარებაში, თუ ვიღაცა სესხს არ გამოგვიყოფს, ეს იქნება, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენებს, ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელს, რომელიც თბილისში ჩამოდის, მიეწოდება სრული ინფორმაცია, რა რისკები იყო მოსალოდნელი, გათვლილი და როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა.

„ჩვენ ახლაც ვაწვდით და შარლ მიშელსაც უშუალოდ მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ა.შ. მივაწვდით ინფორმაციას მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს სამწუხაროდ მას შემდგომ, რაც ეს ძალადობა იქნა ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებაზე, კონკრეტულ დაკავებებზე და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც წარიმართება. ამაზე შარლ მიშელსაც და სხვა პარტნიორებსაც მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა