,,რასაც მეინსტრიმულ ოპომედიად წოდებული პარტიული ტელევიზიები აკეთებენ, არც
ჟურნალისტიკის, არც პოლიტიკური მორალის და თუ გნებავთ არც ადამიანურობის არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება.’’ - წერს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პირდაპირ ეთერში სამძიმრის ტრანსლაცი ამორალურია.
,,გუშინ პარლამენტში ატეხილი ისტერიამდე მიყვანილი დებოშის და საღამოს "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული კლოუნადის შემდეგ, მიხვდნენ რა ვერ აგორებული მიტინგების სრულ ფიასკოს, ახლა გარდაცვლილი ოპერატორის ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ პოლიტიკური ინტერესებისათვის. პირდაპირ ეთერში სამძიმრის ტრანსლაცია, და ლამის მორიგი პოლიტიკური შოუს დადგმა გაუგონარია თავისი უტიფრობითაც და ამორალურობითაც. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ისედაც დიდი ტრაგედიაა მისი ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც, მაგრამ მედია საშუალებების მხრიდან, ადამიანური ტრაგედიის ამ დონეზე თეატრალიზირება, არა თუ რომელიმე ქრისტიანულ ან დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველაზე ფუნდამენტალისტურ და ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაშიც კი არ მახსენდება.’’ - წერს facebook - ზე გიორგი ცუცქირიძე.