logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ცუდად იყენებენ ადამიანის ტრაგედიას და პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე
მამუკა მდინარაძე: ცუდად იყენებენ ადამიანის ტრაგედიას და პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე
10:53 13.07.2021
„მავანნი ცუდად იყენებენ ადამიანის ტრაგედიას და პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე. რომ არა ამ თემის ძალიან ცუდად გამოყენების მცდელობა, შსს-ს ბრიფინგები, ეს კადრები, არ იქნებოდა საჭირო“ - განაცხადა „ქართუული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასკვნას.

„რაც შეეხება იმას, როგორ ცუდად იყენებენ მავანნი ადამიანის ტრაგედიას. როგორ პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე, შეიძლება იყოს, რა არავინ იცის ხომ? საბოლოოდ მაინც ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ მიდიან რაღაც მიმართულებით და ეს მიმართულება არ ემსახურება საზოგადოების სწორ ინფორმირებას, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაში იძულებულიც კი ხდება, რაღაც დეტალები გაასაჯაროოს, რა დეტალებსაც, იმ შემთხვევაში, ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ გაასაჯაროებდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოში კი არა, მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს პრეცედენტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც ჟურნალისტების მიმართ, ხდება თავდასხმა, ცემა.

„სამწუხაროდ, ამის შედეგად 6 ჟურნალისტი, მძიმედ დაზიანდა, 15 ჟურნალისტს ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები, დანარჩენების მხიდან იყო შეტყობინება შსს-ში, რომ მათ ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ხელი ჰკრეს, გამოაძევეს და ა.შ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, 53 შეტყობინება იყო, თუმცა ფიზიკური დაზიანებები 53 ჟურნალისტს არ ჰქონია. 6 ჟურნალისტს ჰქონდა მძიმე დაზიანება, ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა 15 ჟურნალისტს და დანარჩენს დაზიანებები არ ჰქონდა. ფსიქოლოგიური ტრავმაც არის ძალიან მძიმე ტრავმა, ამასაც სჭირდება მიხედვა, რეაგირება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, იყო რეაგირება თუ არა, მამუკა მდინარაძის თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ რეაგირება არ არის.

„დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები 20 ადამიანია დაკავებული კონკრეტული ბრალდებით. გამოძიება არ არის მარტივი საქმე, რომ 20 ადამიანის მიმართ, სადაც ტომებია ხოლმე ჩვენი სტანდარტი მტკიცებულებების, ბოლო წლების განსაკუთრებით ძალიან მაღალია და ერთი და ორი მტკიცებულებით ადამიანს არ აკავებენ. იმ ადამიანებსაც, რაც არ უნდა ბნელები იყვნენ და ასე მიმაჩნია მეც, წარმოუდგენელია ძალადობა ჟურნალისტზე, მაგრამ ამ ადამიანების მიმართაც კი კანონი მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. მხოლოდ კადრით ვერ დააკავებ, ასე მარტივი არ არის, ეს იყო 2012 წლამდე მიდგომა. მტკიცებულებების ბაზა სჭირდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა