logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თამთა მეგრელიშვილი: დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა აქციამ რუსთაველის გამზირიდან ,,ქართული ოცნების’’ ოფისთან
თამთა მეგრელიშვილი: დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა აქციამ რუსთაველის გამზირიდან ,,ქართული ოცნების’’ ოფისთან
23:28 12.07.2021
,,ნაციონალური მოძრაობა უუნაროა, რომ პროაქტიული დღის წესრიგი შექმნას, ამიტომ მათ უხარიათ, როცა ამ ქვეყანაში ვიღაცა კვდება, უბედურია, ან უჭირს და ყოველ ჯერზე ცდილობენ ადამიანების პირადი ტრაგედიებით ივაჭრონ, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ტყუილებს და გონიათ, რომ ამ მდაბიო ქმედებით შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეიყვანა’’ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფრს სააკაშვილის საამებლად აკეთებენ და არაფრად აგდებენ როგორ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი დაღუპულის ოჯახის წევრებზე.

,,ჯერ თქვეს, წინა დღეს გამოეწერა კლინიკიდანო, მერე გაავრცელეს ინფორმაცია ომის ვეტერანიაო, რომ ადამიანების ემოციებზე მოეხდინათ გავლენა და საპროტესტო მუხტი აეწიათ. სიმართლე არ იმალება და აქაც ჩაფლავდნენ. ფაქტია, რომ 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას ძალადობის ფაქტზე 5 ადამიანია სისხლის პასუხიგებაში მიცემული, მისი გარდაცვალება კი ერთი ტრაგიკული ისტორიაა, რომლის მსგავსიც სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ, არაერთხელ გვინახავს. ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის საამებლად აკეთებენ და არაფრად აგდებენ როგორ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი დაღუპულის ოჯახის წევრებზე. მათ არც ჟურნალისტის პროფესია ადარდებთ, არც პედაგოგის და არც ჯარისკაცის.’’- წერს თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ქართველი საზოგადოების მხრიდან არასოდეს ექნება მხარდაჭერა პირადი ტრაგედიებით მოვაჭრე ძალას, რისი მაგალითიც არის დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია.
,,საზოგადოება კი გაზრდილია, შეუძლებელია ჩვენი მოტყუება, ამიტომ როგორც არ უნდა შეფუთონ აქციები, მათ არასდროს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. მატყუარა და პირადი ტრაგედიებით მოსარგებლე ადამიანებს არასდროს დაუჯერებს ხალხი და რაც უფრო დიდ ტყუილს და მავნებლობას იკადრებენ, მით უფრო მკაცრი და მტკივნეული პასუხი გაეცემა ქართველი ხალხის მხრიდან, ამის დასტურია, რომ დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირიდან ,,ქართული ოცნების’’ ოფისთან.’’ წერს facebook - ზე თამთა მეგრელიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა