„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია, ცესკო-ს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბანზე ფოტო
და ვიდეოგადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს თავს მოგვახვიოს აზრი, თითქოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კარგი გადაწყვეტილება მიიღო.
ბესელიას მიაჩნია, რომ სინამდვილეში ცესკო-ს ამ გადაწყვეტილების მიღმა მზაკვრული განზრახვა იმალება.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მასმედიის წარმომადგენლებს კონკრეტული სამხილების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდოს.
ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, იგი მიესალმება „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინგა გრიგოლიას მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამასთან, დღესვე საკუთარი კანდიდატების მოხსნით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს სხვადასხვა პარტიებმაც.

















