ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“ არჩევნების დღეს ეგზიტპოლებს ჩაატარებს. როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის სოციოლოგიური სამსახურის
უფროსმა ლევან მეტრეველმა განუცხადა, ძირითადი აქცენტები პრობლემურ უბნებზე გაკეთდება, სადაც აუცილებლად იქნებიან ინსტიტუტის წარმომადგენლები და ამომრჩევლის გამოკითხვას ჩაატარებენ.
როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ინსტიტუტი ეგზიტპოლებს აუცილებად ჩაატარებს თბილისსა და სამეგრელოში. ასევე, შეეცდებიან გამოკითხვა მარნეულის საარჩევნო უბნებზეც ჩაატარონ. ეგზიტპოლების შედეგები არჩევნების დღეს 20.00 საათის შემდეგ დაიდება.

















