„გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეს არის სტაბილური განვითარება იმისათვის, რომ ამოცანები,
მიზნები, რომელიც ამ საზოგადოებას, ქვეყანას ზოგადად გააჩნია - შევქმნათ უკეთესი მომავალი, ხელი უნდა შევუწყოთ სტაბილურობით და ეს სტაბილურობა გადის ბევრი ჯგუფის პასუხისმგებლობაზე"- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, მიმართული იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ. მე იმ დღესაც გავაკეთე კომენტარი, მთავრობის სხდომას ვესწრებოდი და უშუალოდ ვარ მონაწილე; თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა უპრეცედენტო ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ“ - განაცხადა დავითაშვილმა.