რადიკალური ძალების მხრიდან ნებისმიერი მომენტის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ
ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ძალადობის ფაქტების მხარდაჭერა და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.
„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა აღიკვეთოს და უნდა დაისაჯონ პირები მაქსიმალური სიმკაცრით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს - ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპები, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.