ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის
მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მომხდარი პროვოცირებული იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენები განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული. მე ვესწრებოდი მთავრობის სხდომას და უშუალოდ ვარ მონაწილე ამ ფაქტების, თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ პარალელურად მოხდა ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ და ამის ბევრი ფაქტი არსებობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.