„რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი,
რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს, მას აქვს მედიასაშუალებები, მას აქვს ფული და ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს ამის განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს, მას აქვს მედია და ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით, თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს რომ არიოს ეს ქვეყანა.
„რადიკალურ ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის რეალობა, მას განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს ამისთვის, მას აქვს მედია და მას აქვს ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით. ძალიან მარტივადაა ყველაფერი, თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს რომ არიოს ეს ქვეყანა. თქვენ გახსოვთ, რაც კი არეულობა იყო ჩვენს ქვეყანაში გასული წლების განვმავლობაში, ყველაფრის უკან იდგა ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ჩვენ მათ ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ არიონ ეს ქვეყანა. ისინი მიიღებენ პასუხს არჩევნებზე, ეს რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქრისტიანული ძალები, დაჯგუფებები მიიღებენ პასუხს ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე და ეს იქნება „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.