"გუშინ ჩვენ ვიხილეთ რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული
მიტინგი, დღეს იგივეს იმეორებენ, არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან, მედიამენეჯმენტთან არც ჭუტას, არც ნოდარ მელაძეს, არც გვარამიას და არც მათ ამფსონებს. ისინი არიან ჩვეულებრივი რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები და შესაბამისად, მათ საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს არჩევნებზე“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ისინი დაიმუქრნენ, რომ პარლამენტს სხდომას არ ჩაატარებინებდნენ და ამ მუქარაზე სათანადო პასუხი მიიღეს.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული მიტინგი, დღეს იგივეს იმეორებენ, არაფერი კავშირი არ აქვს მედია მენეჯმენტთან არც „ჭუტას“, არც ნოდარ მელაძეს, არც გვარამიას არც მათ ამფსონებს. ისინი არიან ჩვეულებრივი რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები და შესაბამისად საზოგადოება, მათ ბუნებრივია, გასცემს პასუხს არჩევნებზე. ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ამ არჩევნებზე საზოგადოება „ჭუტას“, მელაძეს, გვარამიას და სხვებს გასცემს სათანადო პასუხს.
ისინი გამოვიდნენ მუქარით, რომ პარლამენტს არ ჩაატარებინებდნენ სხდომას, ბუნებრივია ამ მუქარაზე მათ მიიღეს სათანადო პასუხი. ჩვენ ვერავის მივცემთ სხდომის არ ჩატარების უფლებას, ეს ძალიან მარტივია მომავალშიც თუ იგივეს გააკეთებენ" - აცხადებს კობახიძე.