ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ქვეყნის განვითარება და ჩვენი ეკონომიკის სწრაფი
აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.
„პოზიტიური დინამიკა გვაქვს და მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა ეკონომიკაში - 45%, 25% მაისის თვეში, პირველ 5 თვეში ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა.
უახლოეს 1-2 კვირაში ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვან განახლებით პროგრამებს ვიწყებთ.
სამწუხაროდ, დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს ამ ყველაფრის შეფერხება სურთ, მაგრამ ისინი ამას წინ ვერ აღუდგებიან. ვიძლევით გარანტიას, რომ ეს პროცესი, განვითარების გზა გაგრძელდება.
ოქტომბრის თვეში ჩვენ გვექნება არჩევნები და ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული, მთელი სახელმწიფო და ვართ კიდევაც მობილიზებული, რომ არჩევნები მაქსიმალურად ღიად, მშვიდად ჩატარდეს და ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსიროს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.