logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ევრაზიის ინსტიტუტის “გამოკითხვის თანახმად, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა 24.2%-ია
„ევრაზიის ინსტიტუტის “გამოკითხვის თანახმად, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა 24.2%-ია
13:52 25.09.2012
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევრაზიის ინსტიტუტმა“ საქართველოს მასშტაბით, პოლიტიკური  პარტიების რეიტინგების გამოსაკვლევად და ნატოსადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად, სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.

ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულია 3 068 რესპოდენტი, აქედან, 1 133 დედაქალაქში. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 23%, „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ - 24.2%, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 1.5%, „ახალ მემარჯვეენებს“ - 0.5%, „კახა კუკავა-თავისუფალ საქართველოს“ - 0.6%, „ქართულ დასს“ - 0.6%, „ლეიბორისტებს“ - 0.8%, 44.5%-ს გამოკითხვის მომენტში არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე.

როგორც „ევრაზიის ინსტიტუტის“ სოციოლოგიური სამსახურის უფროსმა ლევან მეტრეველმა განაცხადა, იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს, როგორც წესი, ოპოზიციურადაა განწყობილი.

ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გამოკითხვა პატიმრების წამების შესახებ სკანდალური ვიდეო კადრების გავრცელებამდე ჩატარდა. შესაბამისად, სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა ამ მოვლენების შემდეგ დიდი ალბათობით გაიზრდება.

ამასთანავე, რცხილაძის თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გამოკითხულთა 44% არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის დაუჭერს მხარს, საქართველოსთვის დამახასიათებელი ფაქტორია და ის განპირობებულია საზოგადოებაში არსებული შიშით.

გამოკითხვისას რესპოდენტებს დაუსვევს კითხვა, მიიღებენ თუ არა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ პარტია რომელსაც მხარს უჭერენ, არჩევნების შედეგებს არ დაეთანხმა. 29% აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს აქციებში მონაწილეობას, ხოლო 46% აცხადებს, რომ არ შეუერთდება, 23%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

ასევე, გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ არჩევნები სრულიად სამართლიანად ჩატარდება, 25% მიიჩნევს, რომ ძირითადად სამართლიანად ჩატარდება, 18% თვლის, რომ არჩევნები მანიპულაციებით ჩატარდება, 12 თვლის, რომ ძალიან დიდი გაყალბებით ჩატარდება, ხოლო 27%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხვამ გამოავლინა, რომ რესპონდნეტთა 88% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

რაც შეეხება ნატოს, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ნატოსა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, 29% მიიჩნევს, რომ ეს ინტერესები განსხვავებულია, ხოლო 37%-ს პასუხის გაცემა უჭირს. 12% მიიჩნევს, რომ ეს არის აგრესიული სამხედრო ბლოკი, 52% თვლის, რომ იგი თავდაცვითი სამხედრო ბლოკია, ხოლო 34%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

გარდა ამისა, როგორც გამოკითხვის ავტორებმა აღნიშნეს, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველო თავის კონტინგენტს არ უნდა აგზავნიდეს ნატო-ს კონტინგენტთან ერთად ცხელ წერტილებში. 16% მიიჩნევს, რომ უნდა აგზავნიდეს, ხოლო 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ ნატო-ს ბაზების შესაძლო განთავსება საქართველოში საფრთხის შემცველია. 42%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

როგორც „ევრაზიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, გამოკითხვას შეიძლება ეწოდოს „ქართული გამოკითხვა“, რადგან საქართველოში ჩატარებული სხვა გამოკითხვებისგან განსხვავებით, ევრაზიის ინსტიტუტის კვლევა არ წარმოადგენს რომელიმე პოლტიკური პარტიის ან რომელიმე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის დაკვეთის პროდუქტს. გამოკითხვა ინსტიტუტმა საკუთარი სახსრებით ჩაატარა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა