logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი: ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი
სოზარ სუბარი: ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი
11:47 12.07.2021
„გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი“ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“.

მისი თქმით, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში.

„გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, 4 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. როგორც ჟურნალისტმა თქვა, მინიმუმ 9 ადამიანი იყო და თუ ასეა, მათი იდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს და უნდა აგონ პასუხი, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი. ამიტომ, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში, თუმცა, კარგად მესმის, რომ ემოციის მოთოკვა ძალიან ძნელია და აქ არ არსებობს პოლიტიკური მხარე. აქ ყველანი ერთიანები ვართ, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ორ აქციას შორის შეტაკება არ მომხდარიყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც სადღაც გასაყვანი კი არ იყვნენ, იქ იყვნენ და იღებდნენ ამ ყველაფერს, მათზე მოხდებოდა თავდასხმა. ეს იყო სრული მოულოდნელობა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, ჩართულია ოჯახის ექსპერტი, შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ექსპერტიზა, რომელსაც ოჯახი იტყვის, ის ჩართოს.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს - შეერთებულ შტატებს თვეები დაჭირდა, რომ ძალადობა აღეკვეთა, მაშინ როდესაც ჩვენთან პოლიციამ შეძლო რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ამ ძალადობის ლოკალიზება.

„კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც იყო ამ დღეებში ზოგადად ხელისუფლების და კონკრეტულად პოლიციის და შსს-ს მიმართ, რატომ ვერ მოახერხეს დროულად აღეკვეთათ ეს ძალადობა, ეს ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ყველაფერს ვერ ახერხებს პირველ წუთებში სახელმწიფო. რამდენიმე საათში მოხდა ძალადობის ლოკალიზება, მაშინ როცა ჩვენ გვახსოვს, შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვე გრძელდებოდა ძალადობების აქციები, რომლის დროსაც 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობით პოლიციის, მერიის, შტატის გუბერნატორების შენობები დაარბიეს და დაანგრიეს, აღარაფერს ვამბობ რამდენი მაღაზია დაიწვა, ათმა ადამიანმა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე ნაწილობრივ და სხვა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა