ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა თქვენი კაბინეტის ბევრ წევრთან, განსაკუთრებით
ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ სრულყოფილად მიმოვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან.
„მიმაჩნია, რომ ბევრი რამით შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილნი, ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან. 8 000 სტუდენტი სწავლობს საქართველოში ინდოეთიდან და 50 000 ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მე ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ცნობილი ფილმებიც საქართველოში გადაღებულა.
თუმცა, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ წინსვლისთვის, რაც გაკეთდა საქართველოსა და ინდოეთს შორის, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა და ორ მთავრობას შორის ძალიან აქცენტირებული თანამშრომლობა შედგეს. ამას მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობით", - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაკავშირებადობის საკითხებს.