პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრები უკვე გაიმართა ჩეხეთისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან საქართველოში, სადაც საუბარი ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს შეეხო.
შეხვედრებზე საგანგებო ყურადღება დაეთმო როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს.
საუბრისას ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური და ობიექტური როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე დღეს შეხვედრებს იტალიისა და საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან გამართავს.

















