მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება დღეს, როგორც თქვენ ბრძანეთ,
ბატონო პრემიერო, ჩვენი ეროვნული ლიდერის ძეგლის გახსნა თბილისში. ეს ძალიან დიდი მადლობის საფუძველს გვაძლევს. თბილისს ვუხდით მადლობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის კულმინაცია იმ თანამშრომლობის და მეგობრობისა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ და რომელიც თქვენთან გვაკავშირებს, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების უფრო ამბიციურ გეგმას უზრუნველყოფს.
„დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი და ეს შეხვედრები დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ამბიციური გეგმა გვქონდეს ურთიერთობისთვის მომავალში და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი მოგვიანებით შეხვედრებს დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გიხდით საჯაროდ მადლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და მისი სახელით ვაცხადებ, რომ ძალიან დიდი პატივია, თქვენთან ვიყოთ ასოცირებულნი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.