თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის
მოსმენას ითხოვს. მინისტრის მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.