logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ინგა გრილოგია კანდიდატურის მოხსნაზე გადაწყვეტილებას შეიცვლის
ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ინგა გრილოგია კანდიდატურის მოხსნაზე გადაწყვეტილებას შეიცვლის
11:55 25.09.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლია ცესკო-ს მიერ ახალი რეგულაციების  შესახებ მიღებულ დოკუმენტს გაეცნობა, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეიცვლის.

ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინგა გრიგოლია გუშინ ღამე ძალიან ძლიერი ფსიქოლიგიურ შეტევის ქვეშ მოჰყვა.

„ეს იყო გამიზნული ფსიქოლოგიური ზეწოლა და არასწორად მიტანილი ინფორმაცია. ინგა არის ჩემი პირადი მეგობარი და როცა ის გაეცნობა ჩვენს მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას შეცვლის“-განაცხადა ვეფხვაძემ.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკო-ს მიერ გუშინ ახალი რეგულაციების შემოღებას უკავშირდება, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებას გარკვეულწილად ზღუდავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ცესკო-ს სხდომაზე ქდმ-ს წარმომადგენელმა დაუჭირა.

„ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად,რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, „ქრისტიან-დემოკრატები“ გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“ - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე გადასაღები ობიექტიდან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.

აღნიშნული დადგენილება ცესკო-მ 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი „კონსერვატორებისა“ და „მრეწველების“ წარმომადგენლებმა არ დაუჭურეს. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა მისცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა