logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებაზე: შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებაზე: შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები
19:09 07.07.2021
გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, გახარიას განცხადებები მიუთითებს მის უპასუხისმგებლობაზე. ქადაგიშვილის განცხადებით, გახარიას პოლიტიკოსის სახე არ გააჩნია.

„შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან მისი ჩატარებული ოპერაციები გვახსოვს. მახსოვს, პანკისის ხეობაც. მაშინ მას გვერდში დავუდექით და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იმ მთავრობის თავმჯდომარე იყავი, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ახლა ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც თავის დროზე პოლიტიკოსად შექმნა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სახეს აჩვენებს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, გიორგი გახარია პიროვნულ მარცხს განიცდის, რაც ირაკლი კობახიძესთან კონკურენციითაა გამოწვეული.

„გიორგი გახარია პიროვნული მარცხისგან ვერ გამოსულა, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით და ასე პოზიციონირებს. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა, გარდა იმისა, რომ კობახისძესთან აქვს პიროვნული გაურკვევლობა. ალბათ, ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი კობახიძეა.

სახელმწიფო არ ჩამოშლილა, შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ ისეთი პირები გამოჩნდებოდნენ, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

5 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია და ვერ დაიცვა მოქალაქეები ძალადობისგან, რაც იყო უუნარობის გამოხატულება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა