logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებით განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, არ გადაიხედება და არ შეიცვლება
ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებით განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, არ გადაიხედება და არ შეიცვლება
17:48 07.07.2021
რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის საკითხებზეც, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან მძიმე გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში და ეს კურსი არის შეუქცევადი.

„მე კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 80%, მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ბატონო კომისარო, ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ, მაშინ ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, რომელიც არ გადაიხედება და არ შეიცვლება. ამ პროცესში ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელიც არის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, არა ერთი მუდმივი, პერმანენტული გამოწვევების წინაშე დგება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან კარგად გვესმის, მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ამ გზაზე გავივლით წარმატებულად და გვჯერა, რომ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ,"- აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა