საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„მოუთმენლად ველოდებით ამ გამოსვლას, რადგან აქ იქნება საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვექტორები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“- განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს გაერო-ში ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. მიხეილ სააკაშვილი 10 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს შეხვდება.
გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში დღეს გაიხსნება. მასზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შუადღისას არის დაგეგმილი.

















