„დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია, სინამდვილეში ამ
აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები - უგულავა, გირჩი და ა.შ. - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დღეს ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას.
„როცა აქციის ჩატარების ერთი ადგილი არ გაქვს და ისევ მედიას ეფარები - დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია... სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები - უგულავა, გირჩი და აშ...
მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით და ხალხს სიმართლე უთხარით!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.