,,თურმე „გავლენიანი ამერიკელი ექსპერტი“ დევიდ კრამერი ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. ვინც არ იცის მისი წარსული,
შეიძლება მართლაც ავტორიტული და წონიანი ექსპერტი ეგონოს. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ კრამერი აშშ-ში აბსოლუტურად უავტორიტეტო პირია და არანაირი გავლენა არ გააჩნია - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკელი ექსპერტის დევიდ კრამერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ვლადიმერ ბოჟაძე აღნიშნავს, მსგავსი ,,ავტორიტეტული ექსპერტების" გაუგებარი და მიკერძოებული განცხადებები პირველ რიგში აზიანებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და შესაბამისად ამერიკის ინტერესებსაც.
მისივე თქმით, კრამერი სააკაშვილის მეგობარი და დღემდე მათი ინტერესების დამცველია.
,,მედიაში არაერთხელ გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ მას საკმაოდ დიდი თანხები აქვს აღებული სააკაშვილის გარემოცვისგან, კონკრეტულად გიგა ბოკერიასგან ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თუმცა ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება და ის არის სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრი. 2009 წლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში იგი არანაირ თანამდებობას არ იკავებს. მსგავსი ,,ავტორიტეტული ექსპერტების" გაუგებარი და მიკერძოებული განცხადებები პირველ რიგში აზიანებენ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და შესაბამისად ამერიკის ინტერესებსაც. მას წარმოდგენა არ აქვს საერთო სურათზე, ვერ და შეგნებულად არ ხედავს საქართველოს როლს და მნიშვნელობას. კრამერის განცხადება არის გაუგონარი თავხედობა, სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანი დღევანდელ საქართველოზე ხმას იღებს და ბედავს ასეთ ღია მოწოდებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას.’’ წერს facebook გვერდზე ვლადიმერ ბოჟაძე.