ხომ არ არის გახარია „ტროას ცხენი“ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ის ე.წ. 43 %-იანი ჩამკეტი და ვადამდელი
საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„წინასაარჩევნოდ, გიგი უგულავამ სოცქსელში გამოაქვეყნა ახალი ფორმულა და პრაქტიკულად მოწოდება - ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია. საკითხავია, ხომ არ არის გიორგი გახარია „ტროას ცხენი“ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ის ე.წ. 43 %-იანი ჩამკეტი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? საზოგადოებას ზუსტად ეს აინტერესებს. ხომ არ არის ის, თუ არის უკვე, „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირე?“, - წერს გია აბაშიძე.