საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის
სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
"მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.