logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
17:01 02.07.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე - ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლს საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საჭიროა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება.

საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჯეიმს აპატურაიმ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა.

საუბარი ასევე შეეხო ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მოკავშირეების ცალსახა გზავნილებს, რომელიც სამიტის კომუნიკეში აისახა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოს წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე.

აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებებს აჩენს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რომლის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის პრემიერმა ჯეიმს აპატურაის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ასევე, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან გასვლის შესახებ ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველომ, სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან და ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გაყვანა დაასრულა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა