logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა
10:15 02.07.2021
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა. 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო, მიუხედავად „კოვიდ-19"-ით გამოწვეული პანდემიისა და სირთულეებისა, აგრძელებს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – 4-სკალიანი რეიტინგული სისტემით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს.

ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების - ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის - გვერდითაა.

საქართველო წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (EAP), რომელიც პირველ საფეხურზე იკავებს ადგილს.

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში დადებითად შეფასდა:

- იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიღება;
- ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით შექმნილი ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება;
- ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით, აგრეთვე, დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა გამოვლენისა და დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა;
- ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება.

აშშ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს ტრეფიკინგის თემაზე, რაც განკუთვნილია მიუსაფარ ბავშვთა იდენტიფიცირებაზე მომუშავე მობილური ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს არასრულწლოვნებში ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის გაძლიერებას. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ისიც, რომ სახელმწიფო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს – პირადობისა და დაბადების მოწმობებს.

აშშ დადებითად აფასებს, ასევე, შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნასა და შრომითი უფლებების, მათ შორის, ტრეფიკინგის გამოვლენის მიმართულებით სამსახურის უფლებამოსილებას გაზრდას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლესი ქულით შეფასებული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში აშშ-ის საელჩო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა