logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა
გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა
15:11 30.06.2021
ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა.



გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებს და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო.



შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2015 წელს საქართველოში ვიზიტად მყოფი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის თაობაზე. აღინიშნა, რომ ეს მემორანდუმი თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების კარგი საფუძველია.



მხარებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თარიღთან დაკავშირებით და შესაბამისი ერთობლივი საიუბილეო აქტივობების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

„2022 წლის 1 ივნისს ხდება 30 წელი, მას შემდეგ, რაც დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის, ამიტომ, კარგი იქნებოდა, რომ არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების დონეზე, არამედ ორი ქვეყნის პარლამენტების დონეზეც გარკვეული ღონისძიებები დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა არა მარტო საქართველოში ამ თარიღთან დაკავშირებით, ასევე ისრაელში, რასაც ელჩი მიესალმა და სრული მხარდაჭერა გამოთქვა",-განაცხადა გივი მიქანაძემ.



გივი მიქანაძემ ელჩს ქნესეთიდან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის და წევრების ნომინირების დაჩქარებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის თხოვნით მიმართა, რათა დროულად მოხდეს ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კომუნიკაცია და გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვა.



ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ისრაელის ქალაქ აფულასა და თელავის დაძმობილებასთან დაკავშირებით. გივი მიქანაძის თქმით, მისი შუამდგომლობით კომუნიკაცია უკვე შედგა აფულას ვიცე-მერსა და კახეთის გუბერნატორს შორის, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ხელი მოეწერება ორი ქალაქის დაძმობილების მემორანდუმს.

„თელავი და აფულა დაძმობილდებიან. რითიც კიდევ მეტად გაღრმავდება ურთიერთობები ქალაქებს შორის, ხალხებს შორის, ქვეყნებს შორის, რაც მნიშნელოვანია ამ ისტორიული მეგობრობის გაგრძელებისთვის და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მიმართულებით. შევთანხმდით, რომ უფრო ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვექნება და ჩემი მხრიდან ელჩს აღვუთქვი 24 საათიანი მზაობა ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით",-განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა