კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ოპერატიულ მასალს, რომელშიც პოლიციის ინფორმაციით, კოალიციის წევრები ფიგურირებენ,
სიცრუედ და შეთითხნილ მასალად აფასებს.
როგორც ივანიშვილმა დღეს, სამტრედიის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც კოალიციას ვინმეს მოსყიდვაზე ემუშავა.
„რაღაც შეთითხნილია, რაღაცას მაიმუნობენ, აბსოლუტურად მოგონილია. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს მოსყიდვაზე გვეზრუნა. ეს ჩვენს იდეოლოგიაში არ შედის. ჩემს ძმისშვილს, ჩვენი გუნდის წევრს თუ ახლობელს, მსგავი რამ რომ განეხორციელებინა, ეს ცენტრიდან უნდა წამოსულიყო. მსგავსი არაფერი ყოფილა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ გამოქვეყნებული მოგონილი მასალის არავის სჯერა და ეს სიცრუე მის ავტორებს უკან დაუბრუნდებათ და ხალხის აღაშფოთებს.
შსს-მ დღეს პოლიციელების მოსყიდვის მცდელობის ფაქტების გამო რამდენიმე პირი დააკავა და შესაბამისი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეში „ქართული ოცნების, მათ შორის, ივანიშვილის ძმისშვილი ფიგურირებენ.

















