ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებისგან პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა.
ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი მოეწყო, შესაბამისად, აქციის მონაწილეებს საკონცერტო დარბაზის წინ გადანაცვლება მოუწიათ.
აქციის მონაწილეები პატიმართა წამებაში დამნაშავეების და იმ მაღალი თანამდებობის პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
ცოტა ხნის წინ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას იუსტიციის სახლიდან მსვლელობით წამოსული სტუდენტთა ჯგუფი შეუერთდა.

















