logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თითქმის განახევრდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი
ანრი ოხანაშვილი: დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თითქმის განახევრდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი
12:11 29.06.2021
„სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიხილეთ ბევრი პოპულისტური განცხადება, რასაც შეგვიძლია ფაქტებით დავუპირისპირდეთ: დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თითქმის განახევრდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატებისას.

მისი შეფასებით, 2012 წლის შემდგომ, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, სასამართლო სისტემაში ვითარება ადრინდელთან შედარებით სრულიად შეცვლილია.

„დაახლოებით 18-ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, თითქმის 5-ჯერ შემცირდა ჯარიმის შეფარდების მაჩვენებელი. დაახლოებით 8-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, დაახლოებით 8-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ინდიკატორი არის სტატისტიკა, თუ რა რაოდენობის საჩივრები იგზავნებოდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და რა რაოდენობის საჩივარი იგზავნება ბოლო წლებში.

„2004-2012 წლებში 5416 საჩივარია გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, ხოლო 2013-2020 წლებში - მხოლოდ 862, ანუ 7-ჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი. ასევე სხვა დარღვევებთან და ზიანის მიყენების შედეგად ასანაზღაურებელ ქმედებებთან ერთად, თქვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვეთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდგომ, 8 მილიონზე მეტი ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თქვენ ერთი მხრივ, რომ არღვევდით ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლამდე დადგენილი დარღვევებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწია სახელმწიფო ბიუჯეტს, ისევ იმ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, რომელთა უფლებებსაც თქვენ არღვევდით", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა