თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს
ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა, კერძოდ:
∙ სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ერთი წევრი;
∙ სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია, მაგრამ 14 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი;
∙ სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლში შეიტანა. კომიტეტმა, დღეს კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა, მანამდე მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებულ 140 -ე მუხლში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.