ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით
ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით და ამ ადამიანებს იცავს კანონი.
„მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ვმუშაობდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ დისკრიმინაციული კანონის მიღება და ჩემ დროს იქნა აღნიშნული კანონი ამავდროულად ჩემივე ინიციატივა იყო და მაშინ ჩვენ ეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში განვიხილეთ და ჩვენ ეს დავაანონსეთ რომ ამავდროულად ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და ქორწინების განმარტება მომხდარიყო, რაც ასევე გაკეთდა ჩვენი გუნდის ჩვენი ხელისუფლების დროს, შესაბამისად კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით, ამ ადამიანებს იცავს კანონი და საერთოდ ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე მიმაჩნია რომ სწორედ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.