დღეს რეალურად ჩვენ ქვეყანას გააჩნია ყველაზე უნიკალური და უდიდესი რესურსი - ეს არის ადამიანური რესურსი, ადამიანური კაპიტალი, რომელიც
საჭიროებს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას, განათლებას, მეცნიერებას, უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდება მეცნიერებას ჩვენი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მეცნიერების საკითხებს კურირებს და მაშინ გავეზარდეთ ხელფასები მეცნიერებს, რომელიც მანამდე საერთოდ უყურადღებოდ იყვნენ დატოვებული.
„ის სტრატეგია, რომელიც განათლების მინისტრმა შეიმუშავა სრულად პასუხობს და იზიარებს თქვენს ამ მოსაზრებას და პათოსს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და სწორედ ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია განათლების, ასევე კულტურის სამინისტროში სწორად პასუხობს, სწორედ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. დღეს რეალურად ჩვენ ქვეყანას გააჩნია ყველაზე უნიკალური და უდიდესი რესურსი - ეს არის ადამიანური რესურსი, ადამიანური კაპიტალი, რომელიც საჭიროებს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას, განათლებას, მეცნიერებას, უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდება მეცნიერებას ჩვენი მიმართულებით, მოგეხსენებათ ჩემ დროს ჯერ კიდევ მაშინ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო რომელიც მეცნიერების საკითხებს კურირებს, ჩვენ მაშინ გავუზარდეთ ხელფასები მეცნიერებს, რომელიც მანამდე საერთოდ უყურადღებოდ იყო დატოვებული, ვაპირებთ რომ ეს ფორმატი კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ და მეტი შესაძლებლობები გავუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.