logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ზურაბ ქადაგიძე : მთავრობის მეთაურმა განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება
ზურაბ ქადაგიძე : მთავრობის მეთაურმა განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება
18:04 25.06.2021
„სამ თვეზე ოდნავ მეტია,რაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურია და თითქმის ყველა სფეროში მოახერხა პოზიტიური,ხელშესახები ცვლილების განხორციელება" - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში საინტერესო მოხსენება წარადგინა და რაც მთავარია, განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები,თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება.

„საინტერესო მოხსენება წარმოადგინა პრემიერმა პარლამენტის წინაშე.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ სამ თვეზე ოდნავ მეტია,რაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურია და თითქმის ყველა სფეროში მოახერხა პოზიტიური,ხელშესახები ცვლილების განხორციელება.

რაც მთავარია განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები,თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება.

ქვემოთ მოცემული საკითხები არასრულია იმ კოლოსალური სამუშაოებიდან,რასაც მთავრობა ახორციელებს და გეგმავს 10 წლის პერსპექტივით:
- აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტმა 942 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
- "აწარმოე საქართველოში"-დაფინანსდება 1300 საწარმო და 400 სასტუმრო,რაც ჯამში 6 მილიარდ ლარს შეადგენს.
- გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები ყველა დარგის ბიზნესისთვის. ფინანადება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთი,არამედ ხდება სესხის თანაგრანტირებაც.
- იწყება ახალი პროგრამა ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად,სადაც 2022 წლამდე 300 მილიონზე მეტი ლარის მობილიზება მოხდება.
- "განახლებული რეგიონების" ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს 500 მილიონ ლარს.
- მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 32 მილიარდ ლარამდე.

- დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა,სადაც მგზავრობის 8 საათიანი დრო 4 საათამდე შემცირდება.
- 2024 წლისათვის წყᲚმომარაგება,მთელ საქართბელოში გახდება 24 საათიანი.
- შეუქცევადი გახდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა და საშუალო დატვირთვისას გახდება 2200 ლარი,ხოლო სრული დატვირთვისას გაიზრდება 3000 ლარამდე.
- განვითარდება სამხედრო მრეწველობა და "დელტას" ბაზაზე დაიწყება ამერიკული M-4 ტიპის შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.
- 2022 წლის ბოლოს 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინებს თავდაცვის უწყების პროგრამის ფარგლებში.
- ამოქმედდება პოლიციის ელექტრონული პროგრამა " e-police", რაც სამართალდარღვევებზე რეაგირებას უფრო ეფექტურს გახდის.

- "CRIME STOPPER" რაც მოქალაქეებს პოლიციასთან კომუნიკაციას გაუუმჯობესებს.
- დაინერგება "SMS" სისტემა,რაც აბონენტებს საფრთხის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
- იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის დასრულებას.
- შეიქმნება ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეები.
- არასრულწლოვან პატიმართათვის მოეწყობა საოჯახო ტიპის დაწესებულებები.
- 2024 წლისათვის მოხდება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა.
- იგეგმება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
და რაც უმთავრესი გზავნილებია:
1) უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრდეს და 9% მდე დავიდეს.

2) მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4277 დოლარიდან გაიზარდოს და გადააჭარბოს 10000 დოლარს.
თამამი და გონივრული ამბიციაა,რომელიც სწორი,თანმიმდევრული,სტაბილური ნაბიჯებით მიღწევადია“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა