"სამ თვეზე ოდნავ მეტია,რაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურია და თითქმის
ყველა სფეროში მოახერხა პოზიტიური,ხელშესახები ცვლილების განხორციელება - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში საინტერესო მოხსენება წარადგინა და რაც მთავარია, განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები,თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება.
„საინტერესო მოხსენება წარმოადგინა პრემიერმა პარლამენტის წინაშე.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ სამ თვეზე ოდნავ მეტია,რაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურია და თითქმის ყველა სფეროში მოახერხა პოზიტიური,ხელშესახები ცვლილების განხორციელება.
რაც მთავარია განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები,თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება.
ქვემოთ მოცემული საკითხები არასრულია იმ კოლოსალური სამუშაოებიდან,რასაც მთავრობა ახორციელებს და გეგმავს 10 წლის პერსპექტივით:
•აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტმა 942 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
•"აწარმოე საქართველოში"-დაფინანსდება 1300 საწარმო და 400 სასტუმრო,რაც ჯამში 6 მილიარდ ლარს შეადგენს.
•გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები ყველა დარგის ბიზნესისთვის.
ფინანსდება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთი,არამედ ხდება სესხის თანაგრანტირებაც.
•იწყება ახალი პროგრამა ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად,სადაც 2022 წლამდე 300 მილიონზე მეტი ლარის მობილიზება მოხდება.
•"განახლებული რეგიონების" ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს 500 მილიონ ლარს.
•მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 32 მილიარდ ლარამდე.
•დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა,სადაც მგზავრობის 8 საათიანი დრო 4 საათამდე შემცირდება.
•2024 წლისათვის წყᲚმომარაგება,მთელ საქართბელოში გახდება 24 საათიანი.
•შეუქცევადი გახდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა და საშუალო დატვირთვისას გახდება 2200 ლარი,ხოლო სრული დატვირთვისას გაიზრდება 3000 ლარამდე.
•განვითარდება სამხედრო მრეწველობა და "დელტას" ბაზაზე დაიწყება ამერიკული M-4 ტიპის შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.
•2022 წლის ბოლოს 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინებს თავდაცვის უწყების პროგრამის ფარგლებში.
•ამოქმედდება პოლიციის ელექტრონული პროგრამა " e-police", რაც სამართალდარღვევებზე რეაგირებას უფრო ეფექტურს გახდის.
•"CRIME STOPPER" რაც მოქალაქეებს პოლიციასთან კომუნიკაციას გაუუმჯობესებს.
•დაინერგება "SMS" სისტემა,რაც აბონენტებს საფრთხის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
•იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის დასრულებას.
•შეიქმნება ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეები.
•არასრულწლოვან პატიმართათვის მოეწყობა საოჯახო ტიპის დაწესებულებები.
•2024 წლისათვის მოხდება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა.
•იგეგმება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
და რაც უმთავრესი გზავნილებია:
1) უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრდეს და 9% მდე დავიდეს.
2) მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4277 დოლარიდან გაიზარდოს და გადააჭარბოს 10000 დოლარს.
თამამი და გონივრული ამბიციაა,რომელიც სწორი,თანმიმდევრული,სტაბილური ნაბიჯებით მიღწევადია“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ში.