logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ
16:20 25.06.2021
"ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი" - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება განვითარების გრძელვდიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.



„ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვდიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან.



გრეძლვადიანი დაგეგმვა საჭიროა, რომ განვითარების პროცესები გავხადოთ პროგნოზირებადი. როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის, უცხოელი პარტნიორებისთვის - ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს, საით ვმოძრაობთ, საით მიდის ქვეყანა და საზოგადოება, რა კონკრეტული შედეგებს მოიტანს ხელისუფლების მუშაობა.



ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი. სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი ინიციატივა განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომლის ძირითად კონტურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. გეგმა დასრულებულ სახეს ამ შემოდგომისთვის მიიღებს. სექტმბრის ბოლომდე დარულდება ეს სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროცესში - როგორც პარლამენტი, ასევე არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი და ხედვა გრძელვადიანი განვითარების - როგორი უნდა იყოს ქვეყანა 2030-ში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში ეკონომიკას გადამწყვეტი როლი აქვს.



„ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რომ შეეხოს, საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.



ამის მიღწევას ვაპირებთ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებით, ინოვაციების წახალისებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, სახელმწიფო საწარმოთა, წიაღისა და ენერგეტიკის, სხვა სექტორების რეფორმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით. ჩვენ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა ე.წ. FDI გრანტი; განიხილება სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადების მექანიზმი, ასევე სხვა ინიციატივები. შედეგად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორთა რაოდენობა ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა