logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
ირაკლი კობახიძე: გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
12:28 25.06.2021
თუ კახა კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, ის პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამაში და დარწმუნებული ვარ, ასეთია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განუცხადა.

„გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები დ ამ სიზმრის ახსნა არის მარტივი - მათ სურთ და ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. მარტივად იშიფრება მათი სიზმრები იმ მონაცემით, რომელიც გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, ეს არის სიზმრები, ისევე როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ წინა არჩევნებიდან, რომ ვერასდროს ახერხებდნენ შედეგების გამოცნობას. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს კვლევები არის პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი. „ედისონმა“ ეგზიტპოლი მიუახლოვა შედეგს. კვლევებში ჰქონდა აცდენა, უხეშად ცდებოდნენ ხოლმე და ეგზიტპოლი ცოტა მიუახლოვეს. რაც შეეხება IPSOS-ს, მათ საერთოდ 40% დაწერეს ეგზიტპოლშიც კი. ყველამ იცის რომ ეს ციფრები იწერება კონკრეტულ კაბინეტებში“, - განაცადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა შორის 32%-ით კახა კალაძე ლიდერობს, ნიკა მელიას - 17% აქვს, გიორგი გახარიას კი - 15%.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა