საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ხაშურში იმყოფებოდა, სადაც პირველ და მეექვსე საჯარო სკოლებს ესტუმრა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პრეზიდენტის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესის პარალელურად, სარეაბილიტაციო პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე სამუშაოები პირადად შეამოწმა და განაცხადა, რომ ყველა სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
ამ ეტაპზე, ხაშურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 22 სკოლაში ტარდება. ყველა სკოლაში იცვლება ფანჯრები და მონტაჟდება გათბობის ახალი სისტემები, აგრეთვე, შენდება დახურული სპორტული დარბაზები.

















