„მარტივი არითმეტიკაა, ვაშინგტონში დაახლოებით 300 სასტუმროა და ალბათ ათასობით
სასტუმრო ოთახი, ანუ შანსი იმისა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ერთ დღეს, ერთ სასტუმროში შემთხვევით შეხვდეს, არის ერთი სამასიდან“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი, რაც ზღაპარია და ამ ვერსიის შეთავაზება საზოგადოების შეურაცხყოფაა.
„მარტივი არითმეტიკაა, ვაშინგტონში დაახლოებით 300 სასტუმროა და ალბათ ათასობით სასტუმრო ოთახი, ანუ შანსი იმისა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ერთ დღეს, ერთ სასტუმროში შემთხვევით შეხვდეს, არის ერთი სამასიდან“
გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი(ისიც საინტერესო რა უნდა ამ დროს სააკაშვილს ვაშინგტონში), რაც არის ზღაპარი, ხოლო ამ ვერსიის შეთავაზება, საზოგადოების შეურაცხყოფა. საბედნიეროდ ხალხი/ამომრჩეველი ბრძენია და ეს არაერთხელ დადასტურდა არჩევნებზე, შესაბამისად დასკვნებს გახარია - სააკაშვილის ალიანსიდან თავადაც კარგად გამოიტანს!“ წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ში.