იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა. რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს
პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს.
აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება.