პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებმა თავდაცვის სამინისტროსთან სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანავ შეასრულეს“.
მათ თავდაცვის სამინისტროსთან სტუდენტთა რამდენიმე ჯგუფი შეუერთდა. ამის შემდეგ კი, აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა უკვე სამი დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები მოშიმშილე ახალგაზრდებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
სტუდენტები პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავის, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მხოლოდ საკადრო ცვლილებები არ არის საკმარისი და ის პირები, რომლებიც პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ, უნდა დაისაჯონ.

















