საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მესამე საელჩოს ამოქმედება სრულიად წარმოუდგენელია.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად მისასალმებელია, რადგან ეს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს ერთმანეთთან მიმოსვლას და ახლობლებთან ურთიერთობას გაუილოებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ამაზე საქართველოში ყველას გამოკვეთილი პოზიცია აქვს.
"საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე არსებობს 2 საელჩო და მესამე საელჩოს ამოქმედებით ჩვენ მივიღებთ სრულიად აბსურდულ სიტუაციას",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% , სანამ ის არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ გაიყვანს თავის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი სრულიად ზედმეტია.

















