„თქვენი ხელმოწერილი გვარები არ არის რეზოლუციაზე, სადაც შავით თეთრზე წერია-„2008
წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.“
როგორ ბედავთ ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკს, დღესაც რომ ერთ ფანჩატურში ხართ, პრორუს ძალებთან?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ესენი ვის უტიფრობაზე იძახიან რამეს? დაავიწყდათ თუ უნდათ დავიწყება, ამას მნიშვნელობა არა აქვს!
რუსეთის ქმედება რა იყო, ამაზე ნუ ლაპარაკობთ მაინც: თქვენ შეუწყეთ ხელი 2008 წლის ომს, რა არ გაფრთხილებდათ ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლეზა რაისი?
არ იცოდით მანამდე, რომ ჩრდილო კავკასიის ოლქში რუსებმა სწავლება ჩაატარა?
არ გაჰკიოდით შუა ომში რუსები არ ერევიან საბრძოლო მოქმედებებში, როცა უკვე როკის გვირაბი გადმოკვეთლი ჰქონდათ მათ შეიარღებულ ძალებს? დახოცილი გმირი სამხედროები არ მიატოვეთ და ზოგი რუსთაველზე და ზოგი საზღვარზე არ გარბოდით?
სამარცხვინო უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილი არ ფორთხავდა მიწაზე გორში გაქცევის მცდელობისას? დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობას ევაკუაცია გაუკეთეთ?
მერე ქვა-ღორღი არ უწოდა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა სამაჩაბლოს სოფლებს?
ისკანდერი ამერიკელებს გავატანეთო რომ იძახით, რატომ მალავდით მთავარ მტკიცებულებას?
რომელი დიპლომატის გამარჯვება და რა სადავო პუნქტები, თქვენი ხელმოწერილი გვარები არ არის რეზოლუციაზე, სადაც შავით თეთრზე წერია-„2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.
“ როგორ ბედავთ ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკს, დღესაც რომ ერთ ფანჩატურში ხართ, პრორუს ძალებთან? ერთი რამ კი ცხადზე ცხადია, რომ არის ცოდვები რომელიც მიეტევება და არის დანაშაული, რომელიც შეიძლება ეპატიოს, მაგრამ თქვენს მიერ ჩადენილი არც ერთია და არც მეორე“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.