"ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, როდესაც სწორედ საქართველოს მედიაციით
უზრუნველყოფილი იქნა ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება და ის, რომ საქართველომ პრაქტიკულად დაიბრუნა თავისი ისტორიული მედიატორის როლი რეგიონში",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული ცვლის საქართველოს პოზიციონირებას.
თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
„ოკუპაციის საკითხი არის წარმმართველი თემა ჩვენი დელეგაციისთვის" - განაცხადა პარლამენტის წევრმა.