გიორგი გახარია ნაცმოძრაობის ინტერესისთვის და ამ პარტიის თავმჯდომარისთვის
გადადგა. დავანებოთ თავი ინფორმაციას და შეფასებებს, ლოგიკასაც დავანებოთ თავი, ფაქტი ის იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გახარიამ თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა“ - განაცხადა მთავარი არხის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კოვიდპანდემიის დროს კრიზისის მართვის კარგი მენეჯერი, მდინარაძემ უპასუხა:
მიუხედავად იმისა, სადაც ის თავის გუნდთან, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს არ უნდა უარვყოთ, შემდეგ არ დაგვიჯერებს არავინ. ეხლა რომ ვთქვათ, ჩვენ ამ კაცის არ მოგვწონდა, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერად?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.