logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარემ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის თავმჯდომარემ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა
18:07 19.06.2021
მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა იზრუნოს იძულებით გადაადგილებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებასა და საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც აღინიშნება ეს დღე, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება ოკუპაცია, გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები. ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება, რაც ყველაზე მთავარია, ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ სტატუს კვოს, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს", – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერილია.

„გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, რათა მშვიდობიანი გზით დავასრულოთ ოკუპაცია, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება", – განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა